„აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ 225 საწარმოს კიდევ ერთი, მსუბუქი ბეტონის ბლოკის მწარმოებელი კომპანია შეემატება.
შპს „ბ.ა.ლ. გრუპი" პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ადგილობრივი ბაზრისთვის გაზობეტონის ბლოკების წარმოებას გეგმავს.
„ბ.ა.ლ. გრუპი" მცხეთაში, სოფელ საგურამოში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. შესაბამისად, პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. კომპანიის მიერ სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 425 000 ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი 11 ადამიანს უტოლდება.
ინფორმაციისთვის: 2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში," რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა. პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურ