logo_geo
eng_logo
ნინო ორდენიძე ნიკა მელიას: გემს მიხედე გემს, არ ჩაგეძიროს!
- +

13 თებერვალი. 2017. 19:46


 

ლევან გვაზავას მეუღლე ნინო ორდენიძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით პასუხობს:


„ეხლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს! ძალიან მეცინება ნიკა მელიას რაღაც ისტერიულ გამოხტომაზე! ამერიკა რომ აღმოაჩინა დღეს! და ცოტა ყროყინით რომ აკეთებდა განცხადებას! ჩემო ნიკა სანამ ლევან გვაზავაზე რამეს იტყოდე, ცოტა შენ თავს გადახედე! ასი ცხოვრება რომ მოევლინო ამ ქვეყანაზე და მერე ერთად გადაგადნონ, მაინც ვერ იქნები ლევანის 1 პროცენტიც! ძალიან სამარცხვინო იყო შენი ეს საქციელი! ძალიან! რაც შეეხება იმას რომ ჩოხელის ინტერვიუ ჩვენთან სახლშია ჩაწერილი ეს უკვე ძაან სასაცილოა! ან გეკითხათ მაინც ვინმესთვის! რაც შეეხება ზვიად ჩოხელს ის ჩვენი მეგობარია და შენსგან განსხვავებით ჩვენ მეგობრებს ესე ადვილად არ ვკარგავთ! ცოტა უხერხულია ლევანს ჩემო კარგო ცოტა სხვანაირად აქვს ნაცხოვრები, რასაც შენ ვერ გაიგებ! მე ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ნამდვილად არ მინდოდა ამ ყველაფრის დაწერა, მაგრამ ამაზე ჩემი აზრი უნდა გამომეხატა! ეს შოუ რომელიც შენ დღეს ჩაატარე იყო ძაან სუსტი და სამარცხვინო! სანამ ლევანს რამეში დაადანაშაულებ, ცოტა შენს პოზიციებსაც გადახედე! ჩემო ნიკა, ყველამ ყველაფერი იცის და რა ვერ მონახე ჩვენთან ვინმე რომ გეკითხა და პასუხი მიგეღო! აბა წარმატებები და გემს მიხედე გემს, არ ჩაგეძიროს!", - წერს ორდენიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner