„უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ამ წუთას კონფედენციალურმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომელიც საკმაოდ მნიშნვნელოვან დეტალს შეიცავს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. თბილისში, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ცხოვრობდა ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად ჩხრეკისას ამოღებულ იქნა თბილისი -კიევის ავია ბილეთები. ალბათ გამოძიება გაარკვევს ვისთან ჩადიოდა მამალაძე კიევში",- წერს მჟავანაძე.