„თბილისის „დინამოს" კახა კაჭარა უხელმძღვანელებს", - ამის შესახებ ინფორმაციას Sportall.ge ავრცელებს. გამოცემასთან საუბრისას კაჭარავა აღნიშნავს, რომ კლუბის ხელმძღვანელობასთან სიტყვიერი შეთანხმება შედგა. დეტალური ინფორმაცია, მათ შორის კონტრაქტის პირობები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„შევხვდი კლუბის ხელმძღვანელობას და სიტყვიერი შეთანხმება შედგა. ხვალ უკვე "დინამოს" თურქეთში შევუერთდები, დანარჩენს კი, მათ შორის კონტრაქტის პირობებს, მოგვიანებით თავად კლუბი გაგაცნობთ", - განაცხადა კახა კაჭარავამ.
კახა კაჭარავა "დინამოს" 2006 და 2009-2011 წლებში წვრთნიდა. მოგვიანობით კი საქმიანობა "ზესტაფონსა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გააგრძელა. 50 წლის სპეციალისტის ბოლო კლუბი კი "ცხინვალია", სადაც ის 2013 წელიდან მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ოჯახური პრობლემების გამო, უკრაინელმა სპეციალისტმა ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის "დინამო" დატოვა.