logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: ფუნიკულიორო! გილოცავ დაბადების დღეს! ჯანზე იყავი და ჩვენთან იყავი!
- +

28 მარტი. 2016. 03:42


პოეტი მაია კახიძე საზოგადოებას  ფუნიკულიორის გახსნის 120 წლის იუბილეს ულოცავს და თავის მოგონებებზე წერს:


„28 მარტი ფუნიკულიორის დაბადების დღეა


თბილისში, 1905 წლის 28 მარტს გაიხსნა ფუნიკულიორი. 120  წლისაა უკვე, ბევრის მნახველი და ბრძენი, ჭაღარა, სპეტაკი და სტუმართმოყვარე...

მიყვარს, მიყვარს მთელი არსებით, ჩემი ყველაზე ადრეული ბავშვობის მოგონებაა ეს მთა, რომელიც მაშინ ცის ტოლი მეგონა... მამას ისე მაგრად ჩავჭიდებდი ხოლმე პაწია  ხელებს... მომწონდა, მაგრამ ცოტა მეშინოდა კიდეც, იმოდენა რომ  იყო... ახლა ჩემს საყვარელ შვილიშვილს - დიმიტრის მოსწონს,  თქვენს პატარებსაც...

თუმცა, უფროსებს, სუულ სხვაგვარი სითბოობა მოგვდევს დაბადებიდან ფუნიკულიორის მიმართ. მხოლოდ ერთხელ მომიწია მძიმე და რთული სტატიის დაბეჭდვა „ასავალ - დასავალში", როდესაც, მრავალი წლის წინ, 1 ივნისს, საბაგირო ჩამოწყდა შუა რუსთაველზე და ბავშვები და მშობლებიც დაიღუპნენ...

ამას ვერაფრით დაივიწყებ...


ახლა, მხატვრული ფილი „დღე პირველი, დღე უკანასკნელი", ბელა მირიანაშვილი გედივით რომ ცეკვავს იქ, იმ სიმაღლეზე წამომართულ აივანზე... მერე იოავანას „თბილისო“?..

და სამარცხვინო შატალო... ჰო, მთელი კლასი გამოვიპარეთ, ერთის გარდა, მერე იმან ჩაგვიშვა და კლასის დამრიგებელი, ლილი  მასწი თავს დაგავადგა...


უამრავი შემიძლია გავიხსენო, მაგრამ ამ უხუცესზე თქვენც ბევრი

გექნებათ მოსაგონარი...

ფუნიკულიორო! გილოცავ დაბადების დღეს! ჯანზე იყავი  და ჩვენთან იყავი!" 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner