logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: დიდი მადლობა ძალოვნებს ოპერატიული მუშაობისთვის...
- +

13 თებერვალი. 2017. 21:15



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დიდი მადლობა იმ კეთილშობილ მოქალაქეს, ვინც ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურას. დიდი მადლობა ძალოვნებს ოპერატიული მუშაობისთვის და ბოლოს ვთხოვთ პროკურატურას, მალე დაასახელონ შემკვეთი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვიკვეთოთ კეთროვანები ქართველმა ერმა და დავისვენოთ ამ სატანებისგან! პატრიარქს უფლის ხელი ადევს და მაშინ წავა ამ ქვეყნიდან როცა ეს უფალს ენდომება! ის ჯერ საჭიროა ერისთვის და ეს თავად უკეთ იცის!", - წერს ჯრარკავა.


შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner