logo_geo
eng_logo
„ანზორ ჩუბინიძე გერმანიაში უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად, პრემიერის გადაწყვეტილებით გაემგზავრა“
- +

13 თებერვალი. 2017. 21:52



მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გაემგზავრა.



„მე მქონდა კომუნიკაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ვინაიდან ექმნებოდა საფრთხე უმნიშვნელოვანეს ადამიანებს ჩვენი ქვეყნისთვის. პრემიერის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი მის თანამშრომლებთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოება და გაძლიერებულიყო დაცვა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner