logo_geo
eng_logo
პატრიარქის ექიმი: ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმის ფარგლებშია
- +

13 თებერვალი. 2017. 21:53



ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსის" ეთერში კათალიკოს-პატრიარქის პირადმა ექიმმა შალვა პეტრიაშვილმა ბერლინიდან პირდაპირი სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ პატრიარქის ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა ნორმალურია, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი არის ნორმის ფარგლებში.


 

კონტაქტურია, საუბრობს და ველოდებით, რომ კიდევ უფრო უკეთ იქნება. ამჟამად ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება და ხვალ უკვე გადავა ჩვეულებრივი რეჟიმის პალატაში", - განაცხადა პეტრიაშვილმა.


კითხვაზე, რამდენი ხანი დასჭირდება პატრიარქის რეაბილიტაციას და სამშობლოში დაბრუნებას, ექიმმა განაცხადა, რომ ნავარაუდევია რამდენიმე დღე. თუმცა, მისივე თქმით, დაზუსტებით ამის თქმა ხვალ ან ზეგ იქნება შესაძლებელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner