logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: მახათები გადამალეთ, ნაცებმა არაფერი დაიზიანონ...
- +

18 თებერვალი. 2016. 17:15



„ნაციონალურ მოძრაობას" საქმე გამოელია და აღარ იციან, რით შეიქციონ თავი. საქმე ეხება რუსეთის ფედერაციაში მიკაელ კადიევის შესაძლო ექსტრადიციაზე მათ განცხადებებს", - „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე განცხადებას „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს:

 

„მივმართავთ საზოგადოებას, მახათები გადამალეთ, ნაცებმა არაფერი დაიზიანონ. „ნაციონალური მოძრაობის" გამოსვლები სასაცილოა და სხვა არაფერი. ჯერ იყო და ტყის „დამცველებად" მოგვევლინენ (რამდენიმე დღის წინ გავავრცელეთ განცხადება, სადაც ნათლად ჩანს, რომ მათ რეალურად საქართველოს ტყეების 70% გაყიდეს), მაგრამ როდესაც ამ საქმეში მათი დანაშაულებრივი ქმედება გამოიკვეთა, ახლა სხვა თემის წინ წამოწევას შეეცადენენ და სურთ, თავიანთ ჰუმანურობაში დაგვარწმუნონ. საზოგადოებას შეხსენება და  ახსნა არ სჭირდება, თუ როგორი „ჰუმანური" მეთოდებით მართავდნენ ისინი ქვეყანას და ციხეს!

 

ახლა რაც შეეხება მიკაელ კადიევის შესაძლო ექსტრადიციას. რეალურად ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამას ამბობს თვითონ კადიევის ადვოკატი, რომელიც ბრძანებს, რომ სანამ საუბარი დაიწყება კადიევის ექსტრადიციაზე, ჯერ კიდევ დარჩენილია დიდი დრო და გასავლელია რამდენიმე სასამართლო ინსტანცია. სწორედ ამის შემდეგ შეიძლება დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი მინიმუმ რამდენიმე თვე არის დარჩენილი. შესაბამისად, წინასწარ აჟიოტაჟის ატეხვა და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა ამ საქმეზე არ ღირს. ასევე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს აქვს გაკეთებული განცხადება, რომ ის არ აპირებს, ხელი მოაწეროს კადიევის ექსტრადიციის საქმეს. ჩვენ ვენდობით იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებას", - აცხადებს ქადაგიძე.


შეგახსენებთ, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა დაღესტნელი უფლებადამცველის, მიკაილ კადიევის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. სერგო რატიანი და ნუგზარ წიკლაური ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ გადასცენ რუსეთს კადიევი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება სამოქალაქო პროტესტი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობაც" ჩაერთვება.მათი განმარტებით, თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მოთხოვნას შეასრულებს და კადიევს ოკუპანტს გადასცემს, ამით ხელისუფლება დანაშაულს ჩაიდენს მეზობელი ხალხის წინააღმდეგ.


მიკაილ კადიევი სამართალდამცველებმა 2013 წელს იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს, ის საქართველოს ხელისუფლებისგან ლტოლვილის სტატუსს და თავშესაფარს ითხოვდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner