სოციალურ ქსელ facebook-ში „ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი „რუსთავი 2"-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას მონოლოგს გამოეხმაურა და მას კატასტროფული უწოდა, რამაც გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას უკმაყოფილება გამოიწვია და თამარ ჩერგოლეიშვილსა და ნიკა გვარამიას შორის დაძაბულობა მოჰყვა:
ნიკა გვარამია: რამდენი ხნის ნაფიქრი (ნაბრაზი) სტატუსია ყველაზე მიუკერძოებელი მედიის დირექტორისგან. გმადლობთ, რომ ფიქრობთ ჩვენზე
თამარ ჩერგოლეიშვილი: რაში არ მეთანხმები?
ნიკა გვარამია: საკუთარ მედიასაც მიხედე, ჩვენზე ბრაზებს შორის შუალედში.
თამარ ჩერგოლეიშვილი: რატომღაც მგონია, რომ რაც მეტს დაწერ ახლა აქ, მეტი სისულელე გამოგივა. 1000-მდე დათვალე, დაბრუნდი და მერე დაწერე - რაში არ მეთანხმები. ან არა და, თავს გაუფრთხილდი - არაა აუცილებელი თავის შერცხვენა უაზრო კომენტარებით. ჩემი მედია თუ „ცუდია", ეგ არანაირ კავშირში არაა იმასთან, რაც აქ წერია.
ნიკა გვარამია: თამარა, სხვებს უტარე ფსიქოტრენინგები. არაფრის წერას არ ვაპირებ შენს იდიოტობებზე პასუხად.
თამარ ჩერგოლეიშვილი: კაი, ნიკა, დაისვენე - არ ხარ ადეკვატური. არ შემოგყვები, რომ მერე სანანებელი არ გაგიხდეს. დიდი სტრესის ქვეშ ხარ და ანგარიშს გიწევ.
ნიკა გვარამია: დიდი მადლობა. დავასრულეთ.