logo_geo
eng_logo
ანზორ ჩუბინიძე: მუდმივად ვიყავით ჩართულები პატრიარქის დაცვაში
- +

13 თებერვალი. 2017. 22:39



სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას ოფიციალურად დაადასტურა, ინფორმაცია მამა გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ. სდსს-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას, სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს.


„ყველა სპეცსამსახურებით მუდმივად ვიყავით ჩართულები პატრიარქის დაცვაში, ამის მიუხედვად ჩვენ მაინც ჩავთვალეთ, რომ ჩამოვსულიყავით და გვენახა მდგომარეობა პატრიარქის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით" ,- აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.


დღესვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, სოსო ოხანაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მასთან საგამოძიებო უწყებებს მიცემული ჩვენების შემდეგ კითხვები აღარ აქვთ.

 

„სოსომ ძალიან კარგი გააკეთა, რომ იგი ჩავიდა, მიეხმარა გამოძიებას ყველანაირად ამ საქმესთან დაკავშირებით, სოსო განაგრძობს მუშაობას ჩვეულებრივად, სოსოთან არანაირი კითხვის ნიშანი არ არის", - განუცხადა ჩუბინიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner