logo_geo
eng_logo
ლაშა ჟვანია: მაქვს საგამოძიებო ორგანოების და პროკურატურის სრული ნდობა!
- +

13 თებერვალი. 2017. 23:02



პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა, რომ მაქ აქვს საგამოძიებო ორგანოების, პროკურატურის სრული ნდობა. ჟვანიას განცხადებით, მას სჯერა, რომ პრევენცია განხორციელდა.


„მე მაქვს საგამოძიებო ორგანოების, პროკურატურის სრული ნდობა. განსაკუთრებით იმ ფაქტის, იმ პრევენციის შემდეგ, რაც სახელმწიფომ განახორციელა. ეჭვი არ მაქვს, რომ საგამოძიებო ორგანოები კეთილსინდისიერად მოქმედებდნენ იმ პროცესში, რაც თბილისის აეროპორტში მოხდა. არავითარი მიზეზი და საფუძველი არ მაქვს ვთქვა, რომ თუნდაც შერყეული არის 1%-ით მაინც ნდობა საგამოძიებო ორგანოების და სახელმწიფოს მიმართ, რომლის ინტერესი არის სახელმწიფოშიც და ეკლესიაშიც სტაბილურობა. განსაკუთრებით, როცა ეს უწმინდესის პიროვნებას ეხება. მე უფლება არ მაქვს ეჭვი შევიტანო და დავიწყო მსჯელობა სწორი ინფორმაცია მოგვაწოდა თუ არა გენერალურმა პროკურორმა. დიახ, მე მჯერა, რომ განხორციელდა პრევენცია, განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი აქტი და დაველოდოთ ამ სამართლებრივი ნაბიჯების ბოლომდე დასრულებას, რომ მივიღოთ სრული ინფორმაცია", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner