პაკისტანში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა, მათ შორის 30 ბავშვია. დაშავებულთა რიცხვი კი 190-ს აღემატება.
თვითმკვლელმა ტერორისტმა პენჯაბის პროვინციის ქალაქ ლაჰორის ცენტრში მდებარე პარკთან აიფეთქა თავი, სადაც ადგილობრივი ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდნენ.
ხელისუფლების ცნობით, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რეგიონში სამხედრო ქვედანაყოფებია შეყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა" აიღო. რეგიონში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.