logo_geo
eng_logo
70-მდე დაღუპული - პაკისტანში ტერაქტისას გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება
- +

28 მარტი. 2016. 10:13


 

პაკისტანში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა, მათ შორის 30 ბავშვია. დაშავებულთა რიცხვი კი 190-ს აღემატება.



თვითმკვლელმა ტერორისტმა პენჯაბის პროვინციის ქალაქ ლაჰორის ცენტრში მდებარე პარკთან აიფეთქა თავი, სადაც ადგილობრივი ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდნენ.



ხელისუფლების ცნობით, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რეგიონში სამხედრო ქვედანაყოფებია შეყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა" აიღო. რეგიონში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner