logo_geo
eng_logo
გაზაფხულიდან თბილისში ე.წ. ჭკვიანი კამერები გამოჩნდება
- +

14 თებერვალი. 2017. 00:48



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათასი ახალი სათვალთვალო კამერა განთავსდება. ამ საკითხზე უწყება მალე ტენდერს გამოაცხადებს.


„ამ დროისთვის კამერების რაოდენობა 3 ათასს არ აჭარბებს და ისინი ყველაზე რთულ მონაკვეთებზეა დამონტაჟებული, იქ სადაც ავარიების ალბათობა ყველაზე დიდია", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ  "იმედის" პირდაპირ ეთერში საუბრისას. მისივე თქმით, მალე კამერები ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც ცენტრალურ, ისე შიდა გზებზეც დამონტაჟდება.


რაც შეეხება ახალი ტიპის ე.წ. ჭკვიან კამერებს, შალვა ხუციშვილის განცხადებით, გაზაფხულიდან ეს სიახლე ჯერ თბილისში, შემდეგ კი სხვა დიდ ქალაქებში გამოჩნდება. კამერების დამონტაჟების პროცესი, სავარაუდოდ, 2018 წელსაც გაგრძელდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner