logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია:ძალიან შევწუხდი, როდესაც მეუფე პეტრეს მოვუსმინე...
- +

14 თებერვალი. 2017. 00:50


 

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში მეუფე პეტრეს შესახებ სტატუსს აქვეყნებს:

 

„ძალიან შევწუხდი, როდესაც მეუფე პეტრეს მოვუსმინე. არ ვიცი, რის გამო უღირს მეუფე პეტრეს მეუფე დიმიტრისთან მეგობრობა იმდენად, რომ თუნდაც რომელიმე პირზე დაუსაბუთებელ თავდამსხმელ განცხადებებს აკეთებს, ბრალდების დონეზე. შორენა თეთრუაშვილის მიმართ მხოლოდ მითიური დამოკიდებულება მაქვს, ხშირად ყოფილა ასოცირებული გარკვეულ თემებთან, თუმცა მას არასდროს გამოუხატავს საკუთარი პოზიცია ბრალდებებთან მიმართებაში და ეს ასევე ხშირად ქმნიდა ინტერპრეტაციების დიდ სივრცეს; მის მიმართ არც ნდობითი დამოკიდებულება მაქვს და არც უნდობლობა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, რასაც მეუფე პეტრე აკეთებს მის მიმართ, ცდება საერო ადამიანის საზღვრებსაც კი და მითუმეტეს ცდება სასულიერო პირის საზღვრებს, აღარაფერს ვამბობ იერარქიულ სტატუსზე. გარკვეულ შემთხვევაში მეუფე პეტრესთან მიმართებაში, რომელსაც ძალიან ბევრი თემის გამო ვაფასებ და პატივს ვცემ, მიჩნდება განცდა, რომ ის ან დაინტერესებული პირია ან შესაძლოა რომელიმე მღვდელმთავრის მიერ ზეწოლის პირობებშიც იმყოფებოდეს. სხვა შემთხვევაში ვერაფრით ავხსნი ნებისმიერ თემაში მის კონცენტრირებას პატრიარქის რეფერენტზე", - წერს გამზარდია.

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner