logo_geo
eng_logo
გარდაიცვალა წმინდა ბერი გაბრიელის და - ემა ურგებაძე
- +

28 მარტი. 2016. 10:45



გუშინ, 27 მარტს, წმინდა ბერი გაბრიელის და - ემა ურგებაძე გარდაიცვალა. უფალმა დაუმკვიდროს მას სასუფეველი.



გთავაზობთ ემა ურგებაძის ერთ მოგონებას ბერ გაბრიელზე.



„ჩვენ მას ვერ ვუგებდით. ის ბავშვობიდან სხვანაირად ფაქიზი სულის კაცი იყო. როდესაც მღვდლად აკურთხეს, ხალხი თავისებურ პატივს სცემდა. გაბრიელი სახლში რომ მოვიდოდა, თავის ეკლესიაში შესული ხშირად გულსაკლავად ტიროდა. ერთხელ ეკლესიის კარი ღიად ჰქონდა და ტირილის ხმა რომ გავიგე, შევედი და შეწუხებულმა ვკითხე - ვასიკო, ძმაო, რად სტირი ასე, რამე ცუდი ხომ არ არის შენს თავს?

- დაო, ქრისტე ბაგაში იშვა, მე კი ხალხი პატივს მომაგებს და ხელებზედ მკოცნის", - იხსენებდა ემა გურგენიძე.

 

აქვე გთავაზობთ ფილმს, რომელშიც ემა გურგენიძე იგონებს ბერ გაბრიელს:



 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner