საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიცატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ფასდაკლებების კვირეული - Discount Week-ი დაიწყო.
პირველი კვირეული კახეთში ტარდება და ფასდაკლება 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ფასდაკლების კვირეულში 11 სასტუმრო მონაწილეობს. კახეთის დასრულების შემდეგ ფასდაკლებების კვირეული აჭარაში დაიწყება.
Discount Week წარმოადგენს ღონისძიებას, რომელიც მოიცავს რეგიონებში სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას.
პროექტის მიზანია, არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ვიზიტორების მოზიდვაში.
ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისთვის, წესების და პირობების გასაცნობად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.gnta.ge