logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: მთავარია საფრთხეები ავიცილეთ!
- +

14 თებერვალი. 2017. 02:08


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა საქართველოს პროკურატურასთან დაკავშირებით შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ძალიან ვგულშემატკივრობ პროკურატურას! მძიმე თემებს არიან შეჭიდებული და წარმატებები მათ! ვინ რას დაჯღაბნის სულ არ მაიტერესებს, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება! არც პიარი მჭირდება ამ დროს და არც ყვირილი, მთავარია საფრთხეები ავიცილეთ და კიდევ ავიცილებთ!",- წერს ჯღარკავა.


შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner