logo_geo
eng_logo
შსს-მ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა
- +

14 თებერვალი. 2017. 10:54



შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.


„ექსპერტიზის დასკვნის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული არ არის და ჩაწერილი ხმები ნამდვილად მამუკა ახვლედიანს და ნიკა გვარამიას ეკუთვნით",  -აცხადებენ შსს-ში.


აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ნიკა გვარამია გამოკითხვაზეა დაბარებული.


შეგახსენებთ, რომ ახვლედიანსა და გვარამიას შორის არსებული ჩანაწერი 3 ოქტომბერს გავრცელდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner