„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული.
კრიმინალურ პოლიციაში ნიკა გვარამია ადვოკატთან ერთად მისვლას 18:00 საათისთვის აპირებს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.