logo_geo
eng_logo
ეკონომიკის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა
- +

28 მარტი. 2016. 10:46

 


ეკონომიკის სამინისტროში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მეექვსე და მეშვიდე სართულებზე შეკიდულ ჭერს მოედო.


საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა, მეხანძრეები მისი საბოლოოდ ლიკვიდაციისთვის მუშაობას  კვლავ განაგრძობენ.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.



დამწვარია შენობის შეკიდული ჭერი მე-6 და მე-7 სართულებზე, ასევე, ოთახები 400-500 კვადრატული მეტრის ფართობზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner