ეკონომიკის სამინისტროში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მეექვსე და მეშვიდე სართულებზე შეკიდულ ჭერს მოედო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა, მეხანძრეები მისი საბოლოოდ ლიკვიდაციისთვის მუშაობას კვლავ განაგრძობენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
დამწვარია შენობის შეკიდული ჭერი მე-6 და მე-7 სართულებზე, ასევე, ოთახები 400-500 კვადრატული მეტრის ფართობზე.