logo_geo
eng_logo
მეუფე იაკობი: თუ ვინმე რამეს აშავებდა, არც ჩვენგან დარჩებიან უყურადღებოდ
- +

14 თებერვალი. 2017. 11:48



დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ პატრიარქმა იცის, თუმცა, პროკურატურის განცხადება არ მოუსმენია და არც არავის უთქვამს. ამის შესახებ ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ბერლინიდან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.


„ძალიან მძიმე ბრალდებაა, როგორც ხედავთ. ძალიან ბევრია განრისხებული და გაბრაზებული ადამიანი. რომ ჩამოვალთ, ჩვენც ჩავებმებით გარკვევაში. რაღაცების საქმის კურსში ვართ. ალბათ ჩვენგანაც მიიღებენ და თუ ვინმე რამეს აშავებდა, არც ჩვენგან არ დარჩებიან უყურადღებოდ. მე პირადად იმ აზრზე ვარ, რომ აქ არ შეიძლება ვინმეზე ხელის დაფარება.

 

უწმინდესის ხასიათი ვიცი და იტყვის, ვაპატიოთ ყველას. შეიძლება საქართველოში ცხოვრება ავუკრძალოთ და გავყაროთ საზღვარგარეთ", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.


კითხვაზე, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ შემთხვევაში სხვა კანონები მოქმედებს, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ „ციხისგან ყველანი ეცოდებათ და უფრო მძიმეა, როდესაც სამშობლოშიც ვერ დასაფლავდება ადამიანი".


„გასაგებია, მაგრამ ის უფრო მძიმეა ალბათ, როდესაც სამშობლოშიც ვერ დასაფლავდები ადამიანი მერე. დაჭერისგან და ციხისგან გვეცოდება ხოლმე. კი, დამნაშავეა , მაგრამ მაინც გვეცოდება. პირადულზე როდესაც მიდის, მე ჩემს მკვლელსაც ვაპატიებ მაგალითად. უწმინდესი ჩვენზე მეტად ამაღლებულია", - განაცხადა მეუფე იაკობმა.



http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=37345





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner