logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ნინო დანელია არის ადამიანი, რომელმაც 410 მილიონი შეჭამა!
- +

14 თებერვალი. 2017. 14:18




ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ნინო დანელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ ისაა ის ადამიანი, რომელმაც 410 მილიონი შეჭამა და მას ბორდის სხვა წევრებთან ერთად წვლილი მიუძღვის ტელევიზიის გაუბედურებაში.


„ნინო დანელია ისეთივე მედიამკვლევარია, როგორიც მე ექსპერტი მეტალურგიის საკითხებში. უთხრეს, შენ მედია უნდა გააკრიტიკოო და მიშას სიტყვებს ასრულებს. ნინო დანელია არის ადამიანი, რომელმაც 410 მილიონი შეჭამა! ის იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის წევრი და ერთ-ერთი თანაავტორი ამ ტელევიზიის გაუბედურებისა. ვასილ მაღლაფერიძემ რომ ახსენა, „კარმუშკაო", სწორედ ნინო დანელიას, ნინია კაკაბაძის, ეკა კვესიტაძის, დავით პაიჭაძისნაირი ადამიანებისთვის იყო ეს. მათ დაღუპეს არა მხოლოდ „საზოგადოებრივი მაუწყებელი", არამედ, ზოგადად მედია", - განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner