ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„SOS! SOS! SOS!
„ჩუქდება 7თვის ბიჭი, ქვიშას მიჩვეული, კარგად იქნება კორპუსის ბინაშიც, მსუქანია, 3კგ დაახლოებით და ძალიან მოუსვენარი, სულ თამაშობეს:)). 2 წლის გოგო გასტერილებულია, შვილები არ ეყოლება".
როგორ გგონიათ, აქ საუბარია გოგო-ბიჭების გაჩუქებაზე? აფსუსი არაა, „ვეფხისტყაოსნის" პატრონმა ერმა კატა და ბავშვი ერთმანეთისაგან ვერ გაარჩიოს?! კატის ნაშიერს რომ „კნუტი" ჰქვია, ეს არ უნდა ვიცოდეთ?კატისებრთა სქესის აღმნიშვნელი ტერმინები რუსთაველმა კი დაგვიტოვა: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია"-ო....მაგრამ რა?..." - წერს ენათმეცნიერი.