logo_geo
eng_logo
დეკანოზი ილია ჭიღლაძე: სახეზეა ძალიან დიდი ადმინისტრაციული და სხვა სახის პრობლემები ეკლესიაში...
- +

14 თებერვალი. 2017. 14:40



სახეზეა ძალიან დიდი ადმინისტრაციული და სხვა სახის პრობლემები ეკლესიაში და ეკლესიის გარშემო და ეს პრობლემები შეუქცევადი სახისაა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე წერს. 


„ძვირფასო მეგობრებო, ყველამ იცით და სამი დღეა უკვე მედიის მთავარ თემად ქცეულია მღვდლის დაკავება, რომელსაც უმძიმესი ბრალდება აქვს წაყენებული, საქართველოს ეკლესია დიდ სკანდალშია გახვეული, ჩვენი რწმენა კი დიდ გამოცდას გადის. მე არ ვიცი, რამდენადაა დამნაშავე დეკანოზი გიორგი მამალაძე, ეს პირუთვნელმა გამოძიებამ და სასამართლომ გაარკვიოს. ფაქტი ისაა, რომ სახეზეა ძალიან დიდი ადმინისტრაციული და სხვა სახის პრობლემები ეკლესიაში და ეკლესიის გარშემო და ეს პრობლემები შეუქცევადი სახისაა. რასაც დასთეს, იმას იმკი ადამიანი, ბრძანებს წმინდა წერილი. მე მეცოდება ჩვენი ერი, რომელიც ამდენ სულიერ ტრავმას და გამოცდას უძლებს, რომელმაც ამ ყველაფრის შემხედვარემ, რამისაა რწმენაც დაკარგოს და იმედიც. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ სარწუნოება - მართლმადიდებელი ქრისტიანობა, ბევრად აღმატებული მოვლენაა, ვიდრე სამღვდელო დასის წევრები და საპატრიარქოს სტრუქტურები. არ გავათანაბროთ ადამიანებთან რწმენა და ღმერთი. ადმიანები არიან შეცდომის შვილნი, რწმენა (მართლმადიებლობა) კი მარადიულია და გადამრჩენელი. პრობლემების გამოაშკარავება, კი მათი გადაჭრის იმედს მაძლევს. დაე, უფალი ყოვლისამპყრობელი შეეწიოს ჩვენს გასაცოდავებულ ყოფიერებას!" - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner