ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ნაციონალების" სტილში განაგრძობს მუშაობას.
მისი თქმით, ნიკა გვარამია და მის უკან მდგომი ადამიანები ცდილობენ „რუსთავი 2"-ის საქმეს ჩაებრაუჭონ და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეწოლა მოახდინონ.
„ეს ყველაფერი არის იმის გაგრძელება, რაც „ნაცინალების" მმართველობის დროიდან არის შექმნილი. გვარამია, როგორც მაშინდელი, „ნაცინალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, აგრძელებს ამ საქმეს. მიჩნდება ეჭვი, რომ ნიკა გვარამია და მის უკან მდგომი ადამიანები, იბრძვიან, რომ რაღაცნაირად ჩაებღაუჭონ „რუსთავი 2"-ს და მოახდინონ სასამართლოზე ზეწოლა, მიაღებინონ არასამართლიანი გადაწყვეტილება და მათი მიზნების შესრულება მოხდეს", - აღნიშნა კილაძემ.
სოფო კილაძე შსს-ს დღევანდელ განცხადებასაც ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის ფარული აუდიოჩანაწერი ავთენტურია:
„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გეგმის ნაწილი, რომელიც არის „რუსთავი 2"-თან დაკავშირებული, სავარაუდოდ, ამ გეგმაში ჯდება", - აღნიშნა სოფო კილაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.