„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში დღეს დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ მოითხოვს სასამართლოს მეშვეობით დაიკითხოს.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში დღეს უნდა დაეიკითხათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ 19 თებერვალს „რუსთავი 2" პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქციას გამართავს. გვარამიას განცხადებით, აქცია არ ჩაიშლება იმ შემთხვევაშიც, თუკი მას 19 თებერვლამდე სამართალდამცავები დააკავებენ.