logo_geo
eng_logo
მიტროპოლიტი დიმიტრი: ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ!
- +

14 თებერვალი. 2017. 20:23


 


ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება.

 

„გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა. თხოვნით მოგმართავთ ყველას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ ვარაუდებისაგან", - წერს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner