მამა პეტრე (კოლხმა) ტელეკომპანია „tvპირველის" ეთერში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მამა პეტრემ განაცხადა, აზრი რომელიც საზოგაოდებაში მამა გიორგის გარშემო მუსირებს, რა თაქმა უნდა პიროვნული ტრაგედიაა, რაც მარტო მამა გიორგის არ ეხება, ეს ყველა ჩვენთაგანს ეხება.
„ვერასდროს დავიჯერებ მათემატიკური სიზუსტითან რომ დამიმტკიცონ, მით უფრო სასულიერო პირს, განზრახული ჰქონოდა პატრიარქის მკვლელობა. ამის ხმამაღლა საუბარიც კი დანაშაულია, ცოდვაა.
როდესაც ამხელა ბრალდებას წაუყენებენ ადამიანს, რომელსაც ძალიან უყვარს პატრიარქი და არის მისი უწმიდესობის უახლოესი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც საკმაოდ სერიოზული და საპასუხისმგებლო თანამდებობები ებარა საპატრიარქოში, ძალიან ძნელია წარმოიდგინო თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ფაქტს. მამა გიორგი ყველაზე მეტად იცის პატრიარქის ფასი და რა მოყვებოდა ამას", - განაცხადა მამა პეტრემ.