logo_geo
eng_logo
„ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოვჩნდეთ ცილისწამების მსხვერპლი თუ არ დავიცავთ სხვის უფლებებს!“
- +

14 თებერვალი. 2017. 19:35


 

„საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების დროს მე პირადად აღელვების ნიადაგზე დავარღვიე მისი უდანაშაულობის პრეზუმპცია, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს საზოგადოების წინაშე! რაც შეეხება საქმეს! პროკურტურისგან მოვითხოვ დაიდოს კონკრეტული ფაქტები რომ ეს ადამიანი აპირებდა დანაშაულის ჩადენას, აეროპორტში როგორ მოხდა ციანიდის ამოღება, არ არსებობს არ იყოს ვიდეო მასალა, საიდანაც დადგინდება სიმართლე! ჩვენი უწმინდესის მოკვლა ბევრს უნდოდა დიდი ხნის მანძილზე, მაგრამ მათ ღმერთის არსებობა ავიწყდებათ და ვისაც უნდოდა რა დღეშიც ჩაცვივდნენ ამას ისტორია გვეუბნება. მე პირადად ვარ დაინტერესებული აღნიშნული საკითხის გარკვევით! საპატრიარქოში რომ ბევრი ცუდი რამ ხდება უწმინდესის ზურგს უკან ეს დიდი ხანია ვიცი, მაგრამ თუ ადამიანს სიმართლის გამო აბრალებენ უწმინდესის მკვლელობის მცდელობას, ამას არავის არ შევარჩენ! თუ დამტკიცდება დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობა, მე ვიქნები პირველი ვინც მოითხოვს მის სამუდამო პატიმრობას! თუ ვერ დაამტკიცებენ მის ბრალეულობას, გამოაშკარავდეს ის პიროვნება ვინც მოაწყო ეს ყველაფერი! ადამიანის გალანძღვას შემდეგაც მოვასწრებთ ხალხო რა... ეხლა მთავარია სიმართლე დადგინდეს! ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოვჩნდეთ ცილისწამების მსხვერპლი თუ არ დავიცავთ სხვის უფლებებს!", - წერს გაბედავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner