დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, მალხაზ მამალაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ მამა გიორგის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არინა, მაგრამ ფაქტმა ისინი „შეძრა". მისი თქმით, მამა გიორგის შესახებ ოჯახი ინფორმაციას მხოლოდ მედიის საშულებით იგებს და პირადი კონტაქტი არავისთან არ აქვთ.
„ვინც მამა გიორგის იცნობს, წარმოუდგენელია ეს ფაქტი. არავის არ სჯერა", -განაცხადა მალხაზ მამალაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორია ოჯახის მოლოდინი, მალხაზ მამალაძე აცხადებს, რომ „სიმართლე აუცილებლად გაირკვევა".
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.