logo_geo
eng_logo
მამა პეტრე: პროკურტურას არ განუცხადებია, რომ ის უმაღლესო სასულიერო პირი პატრიარქია, მოვლენებს წინ ვუსწრებთ!
- +

14 თებერვალი. 2017. 22:44


 

მამა პეტრემ (კოლხი)  „tvპირველის" ეთერში განაცხადა, რომ „პირველ რიგში მამა გიორგი იცის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ბევრი რამე გაპატიოს ადამიანმა, მაგრამ ეკლესიის და სამშობლოს ღალატს, ვერასდროს ვაპატიებთ".


„ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ამხელა ბრალდებას უყენებ ადამიანს, რომელიც შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს, აბსოლუტურად უდანაშაულო აღმოჩნდეს,  ჩვენ გვიფიქრია მისი მორალური და სულიერო მდგომარეობა, რამხელა ზეწოლას განიცდის ამ მოცემულ სიტუაციაში. არა მხოლოდ მამა გიორგი, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრი, თაობები.

 

ჩვენ აქ საქმე გვაქს, არც მეტი არც ნაკლები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლიკვიდაციაზე. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ხშირ შემთხვევაში რაც ხდება სოციალური ქსელის მეშვეობით, უმეტესად ამაზე ქილიკობენ, ძალიან ზერელედ უყურებენ და სასაცილოდაც არ ყოფნით ის, რომ ეკლესიაში შეიძლება ამას ძალიან დიდი ტალღა მოჰყოლოდა, ამის გამო მას ყველა ჩვეთაგანი შევეწირებოდით.

 

ამის აფიშირება ასე ხელაღებით არ უნდა ხდებოდეს, მითუმეტეს პროკურტურას არ განუცხადებია, რომ ის უმაღლესი იერარქიის უმაღლესო სასულიერო პირი არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მე მგონია, რომ მოვლენებს ჩვენ წინ ვუსწრებთ", - განაცხადა მამა პეტრემ.

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner