შორენა ბეგაშვილის შვილს იაშვილის კლინიკაში ოპერაციას დღეს გაუკეთებენ. მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. ექიმების თქმით, პაციენტი გონზეა და მას საოპერაციოდ ამზადებენ.
შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი 2 დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს.