„უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ქვეყანაში, სადაც ფრიალებს ფსევდოლიბერალური იტერნაციონალური დროშა, ყველას სურს, რომ დაეცეს საპატრიარქო. მე, სიმართლე რომ გითხრათ, ვიცი ერთ-ერთი ქვეყნის ყოფილი ელჩის განცხადება, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საპატრიარქოს იმიჯის დასაცემადო. წლებია უკვე საპატრიარქოზე თავდასხმები ხორციელდება", - განაცხადა მჟავანაძემ.