ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გამართული ბრიფინგი ტელეკომპანია „იბერიის" ეთერსი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო „15 წუთიანი თავის მართლება, პირდაპირ ეთერში".
„ჩვენ ვნახეთ 15 წთიანი თავის მართლება პირდაპირ ეთერში და ბოდიშით ჟარგონისთვის, მაგრამ ამ ყველაფრის „გაპრავებას" სჯობს, მან პასუხი გასცეს იმაზე, თუ რატომ იბარებდა ანგარიშს საასმართლოს თავმჯდომარისაგან. სჯობს ისაუბროს იმ კონკრეტულ მაგალითებზე, რაც ჩანაწერშია და თქვას, რატომ ხდებოდა სასამართლოს საქმეში ჩარევა", - აღნიშნა მდინარაძემ.