logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ფუუუ… გეგონება სტუმრები არიან, ისე იქცევიან!
- +

15 თებერვალი. 2017. 01:55



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გუშინ რამდენიმე ტელევიზიით რამდენიმე რეპორტაჟი ვნახე ბათუმიდან. ჟურნალისტები მოგვითხრობდნენ, თუ როგორ გაწმინდა აჭარის მთავრობამ ცენტრალური გზები და არ გაწმინდა შიდა ორღობეები.

 

გააჩერეს რამდენიმე ავტომობილი, სავარძლებზე გადათხლაშული მძღოლები აგრესიულად აცხადებდნენ: კიო, ცენტრალური გზები გაწმინდეს, მაგრამ შიდა გზები ჰკიდიათო, არაფრის გამკეთებლები არ არიანო!

 

აჩვენეს გულხელდაკრეფილი ხალხი - არიქა, გვიშველეთ, სახლებიდან ვერ გამოვდივართ, მანქანები ისე დაგვეთოვლა, ადგილიდან ვერ ვძრავთო!

 

ერთადერთი, ვინც ხელ-ფეხი გაანძრია, იყვნენ მოჭიდავეები - ისინი დარბოდნენ ნიჩბებით!

 

თქვე კეთილმოთოვლილებო, საკუთარ ჭიშკარს რომ ვერ აღებთ და ტრაკის გატოკება არ გინდათ, ეს სადაური წესია? რამ დაგაძაბუნათ, რამ გაგაბრიყვათ ასე? აიღეთ ნიჩბები, გაწმინდეთ თქვენი ორღობეები, რა უბედურებაა, სულ მთავრობას როგორ უნდა ელოდებოდეთ?!

 

ფუუუუ... გეგონება სტუმრები არიან, ისე იქცევიან!!!", - წერს ზედელაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner