logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: როცა ვხედავ მკაცრ გამონათქვამებს პატრიარქის მოწამვლის მცდელობასთან დაკავშირებით, მებადება შეკითხვა...
- +

15 თებერვალი. 2017. 02:06



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„უკაცრავად, მაგრამ როცა ვხედავ მკაცრ გამონათქვამებს პატრიარქის მოწამვლის მცდელობასთან დაკავშირებით, უნებურად მებადება შეკითხვა:

 

კი მაგრამ, როდესაც საპატრიარქოს კედლებზე რაღაც უხამსი წარწერები გააკეთეს... როდესაც ვრცელდებოდა ინფორმაციები ზოგიერთი პარლამენტარის მხრიდან პატრიარქის მიმართ უდიერად მოპყრობაზე... როდესაც ვხედავდით სოციალურ ქსელებში პატრიარქის მიმართ საზიზღარ გამონათქვამებს... ნანახი გვაქვს სიონთან ჩატარებული ჰელოუენი. საპატრიარქოს გვერდით მშვენივრად ფუნქციონირებს კაზინო.  საქართველოში მეზვერეობა არის ყველაზე წარმატებული ბიზნესი, სიცრუე არის კანონმდებლად მოსვლის წინაპირობა ..

 

1. რატომ გიკვირთ?

2. რა გავაკეთეთ?

3. რას ვაკეთებთ?

 

კიდე კარგი, რომ მარკ ცუკბერგერი მოგვივლინა უფალმა!", - წერს გაბრიჭიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner