რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა.
რუსეთის პირველი პირის განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობა ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში.
„ზედმეტია საუბარი ჩვენი ურთიერთობის განსაკუთრებულ ხასიათზე. ეს ურთიერთობა ვითარდება. ალბათ არის საკითხები, რომელიც ცალკე განხილვას საჭიროებს", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობის განვითარება ინტენსიურ ხასიათს უნდა ატარებდეს.