26 მარტს მოსკოვში გრანდიოზული ქორწილი გაიმართა. რუსი მედიამაგნატის მიხაილ გუცერიევის უმცროსი ვაჟის, საიდის ქორწილი რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
მოსკოვის რესტორანი „შაფისა" ყვავილების ორანჟერეად გადაიქცა. გრანდიოზული ქორწილის 600 სტუმარს უამრავი სიურპრიზი დაახვედრეს. მოსკოვში სპეციალურად ქორწილისთვის სპეცრეისით ჩამოიყვანეს მსოფლიო ვარსკვლავები: ელტონ ჯონი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, პატრისია კაასი, სტინგი და ენრიკე იგლესიასი.
ცერემონიას რუსი პრიმადონა ალა პუგაჩოვა და ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რუსლან აუშევი დაესწრნენ.
პატარძლის ძვირადღირებული კაბა საგანგებოდ საფრანგეთში შეკერეს. პატარძალი, ხადიჯა, წარმოშობით ინგუშეთიდანაა.
ქორწილი 20 მილიონი ევრო დაჯდა: ჯენიფერ ლოპესის ჰონორარმა 5 მილიონი შეადგინა, ელტონ ჯონის კი - 7. დანარჩენი ვარსკვლავების ჰონორარი უცნობია.