logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: მინდა, სუფთა სპორტული აზრი დავაფიქსირო!
- +

15 თებერვალი. 2017. 02:54


 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მინდა, სუფთა სპორტული აზრი დავაფიქსირო!

ვაცნობიერებ იმასაც, რომ ბევრს არ მოეწონება, მაგრამ სრული სიმართლეა! იმისაც მჯერა, რომ მიუხედავად არ მოწონებისა, შინაგანად მაინც დამეთანხმებიან: ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა წელს 30 მილიონ + 6 მილონია /დიდი ფეხბურთისთვის წყალში წვეთია /. საერთოდ რაც გამოყოფილა დღემდის, შედეგი დღეს და მომავალში იქნება ის, რაც დღემდის გვაქვს სახეზე! რაც დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში სპორტის მინისტრები ყოფილან, არც ერთს არ წამოუყენებია იდეა, ან საერთოდ საფუძვლიანად დაემტკიცებინა, თავისი მყარი არგუმენტირებული პროექტი ფეხბურთის განვითარებისთვის! სხვა სახეობებს რომ არ შევეხოთ და მხოლოდ ფეხბურთის საკითხით შემოვიფარგლოთ. წარსულში და ახლაც დინებას მიყვება ყველა ჩინოვნიკი, რომ ვინმე არ განაწყენდეს, ან უფრო მეტიც, ვერ ბედავენ ახალი იდეის წამოწევას, რადგან:

 

1. რამე არ დააშავონ!

 

2. თანამდებობის დაკარგონ სიძნელის გამო!

 

3. ზედმეტი ინიციატივის ტვირთის შიშით...

 

ამიტომაც დღემდის ვტრიალებთ ერთ წრეზე. ფეხბურთი მსოფლიოში არის სპორტის პირველი სახეობა, ვეთანხმები ამ შეფასებას! მაგრამ საქართველოში თუ სიმართლეს ფაქტებით, ანუ შედეგებით შევხედავთ და შევაფასებთ, რბილად რომ ვთქვა, წარმატების მიხედვით პირველ ათეულში ვერ მოხვდება.

 

საქართველოში! /მსოფლიოს რეიტინგზე კი ნუ ვისაუბრებთ/ ამიტომაც არის უთქმელი თუ ბევრჯერ ნათქვამი წყენა იმ სპორტის სახებიდან, ვინც მთელი სპორტის ისტორიაში საქართველო თავისი უზარმაზარი შედეგებითა და ისტორიით ათჯერ მაღლა დგანან და სულ მცირე ათჯერ უფრო ნაკლები დაფინანსება აქვთ! ეს უსამართლო მიდგომაა და თუ ვინმეს დააინტერესებს, შეუძლია, ევროპის ქვეყნების მიდგომას გაეცნოს და პასუხსაც მარტივად მიიღებს! ევროპაში რომელი სპორტის სახეობა უფრო შედეგიანია ის არის ყველაზე მეტად პრიორიტეტული და დაფინანსებაც შესაბამისად არის მორგებული!

 

გამოსავალი ერთია, თუ არ გავშლით საკითხს... ფეხბურთს საქართველოში ექნება პერსპექტივა ისეთი, როგორსაც მოითხოვს საქართველოს გულშემატკივარი და არა ისეთი, როგორიც დღეს არის. თუ შეიქმნება ახლო რეგიონალური ლიგა... 2 საუკეთესო გუნდით /პირობითად ერთი ქვეყნიდან/ - სომხეთი, აზარბაჯანი და საქართველო. კონკურენცია იქნება ძალიან საინტერესო ძალიან ძლიერი და ასევე რეგიონში მშვიდობის და მეგობრობის ძალიან ძლიერი განაცხადი! რა თქმა უნდა ამას ტიტანური შრომა სჭირდება, ასევე ბევრი პოლიტიკური სიძნელის გადალახვა, მაგრამ ამის გარეშე, ანუ დიდი შიდა კონკურენციის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი სპორტის სიძლიერე, მით უმეტეს ფეხბურთის!

 

მოკლედ, გაიგეთ, ვისაც გეხებათ... ღიმილი, ბრტყელი სიტყვები არაფრის მომტანი იქნება, თუ თქვენი სფეროს განვითარებაში, მის უპირატესობაში და უფრო მეტიც, აუცილებლობაში არ დაარწმუნებთ მთავრობას, საზოგადოებას! ვერ მიგიღებთ, არ და ვერ გაგამართლებენ იმ რესურსების გახარჯვაში, რომელიც დიდ შედეგზე არ ან ვერ იქნება ორიენტირებული! რადგან საქართველოში ბევრი სოციალური პრობლემები არის მოსაგვარებელი! ანუ უფრო მეტად დასაბუთებული სახელმწიფო პრიორიტეტებია, ვიდრე ფეხბურთის ეს მნიშვნელოვანი პროექტი!

 

ბატონო სპორტის მინისტრო, ეს რჩევა პირველ რიგში თქვენ გეხებათ, მიიღეთ და მეტად წარმოაჩინეთ თქვენი სფეროს სრულიად სპორტის უპირატესობა და მეტად ეცადეთ, დაარწმუნეთ ჯანდაცვაც, განათლებაც და საერთოდ, მთავრობა და საზოგადოება, რომ სპორტში ჩადებული რესურსი უფრო მეტად საჭირო და აუცილებელი! იყავით მეტად ახალი საკითხების ინიციატორი და შედეგებიდან გამომდინარე - პირველი! აი მაშინ ყველა საკითხი იქნება გამართლებული და წარმატებული! ეს რჩევა მიიღეთ არა მხოლოდ გულშემატკივრისაგან, არამედ, როგორც მსოფლიოს ჩემპიონისაგან და საკითხში ცოტათი ჩახედული ადამიანისაგან", - წერს კურტანიძე.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner