logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: რაც დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტია...
- +

15 თებერვალი. 2017. 03:11


 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„რაც დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტია, ყოველ დილას ჩემს ტელეფონზე "ახალი ამბავის" წიკწიკი მაღვიძებს, და მორიგ ჯერზე მახსენებს რატომ მიყვარს ამერიკა, რატომ მჯერა დემოკრატიის და მიუხედავად ტრამპის არჩევისა, რატომ ვარ დარწმუნებული რომ ეს 4 წელი იქნება სრულიად გამორჩეული, განსაკუთრებული ზეიმი თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლის, პროფესიული ჟურნალისტიკის, კანონის უზენაესობის.

ზიანი ადგება მსოფლიოს დღეს? - დიახ

მაგრამ ის მოკლევადიანი, გაცილებით უფრო დიდი, გრძელვადიანი სარგებლის ფონზე.

ისტორიისთვის ეს 4 წელი არაფერია, სამაგიეროდ ჩვენს თვალწინ, ყოველდღიულად ახალი სიცოცხლეთ თავიდან იბადება ინსტიტუციური დემოკრატია!

მგონი ღირდა 8 ნოემბრის არჩევნების შედეგები ამად!", - წერს ხიდაშელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner