logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: დღეს, „რუსთავი 2“ თითქოს მთავარი მებრძოლია ეკლესიის სიწმინდისათვის
- +

15 თებერვალი. 2017. 04:02


„ქართული ოცნების" წევრი დათო ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძვირფასო მართმადიდებლებო, იმას რასაც ეს დღეები ვუყურებთ და ვისმენთ ჩვენს დედა ეკლესიასთან მიმართებაში რუსთავი 2"-ის ეთერიდან, ვფიქრობ, არის პატრიარქის, მთლიანად ეკლესიისა და მისი მრევლის წინააღმდეგ დაგეგმილი, წამოწყებული ბოროტი აქცია. მოჩვენებითი ჭირისუფლის პოზიციიდან აპელირება, მაშინ როდესაც ჩვენ, ყველას გვახსოვს ქუჩაში გამოსული 100 ათასობით მრევლი, ეკლესიის დასაცავად. ეკლესიას დაცვა სჭირდებოდა ნაცებისაგან" და ამას ყველაფერს საინტერესოდ გულგრილად" ატარებდა მათივე პარტიული ტელევიზია რუსთავი 2". დღეს, ისინი არიან თითქოს მთავარი მებრძოლნი ეკლესიის სიწმინდისათვის. დარწმუნრბული ვარ ჩვენი საზოგადოება ბრძენია და ამ საკენკს არ აკენკავს". ახლა მთავარია, საზოგადოება დავმშვიდდეთ, მიეცეს სამართალდამცველ ორგანოებს მუშაობის საშუალება და თავისუფლება. დაჩქარდეს გამოძიება რათა საქმე იქნას კომპენტენტურად გამოძიებული. ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი და დამნაშავენი დაისაჯონ ადექვატურად... აქ სხვა, ყველა გზა, განწირულია ეკლესიისა და სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაცისათვის. მოვუფრთხილდეთ ყოველივე ამას და გავუფრთხილდეთ ერმანეთს", - წერს ლორთქიფანიძე.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner