„ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის თანხის გამოყოფას.
როგორც აბესაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მზად არის გამოცხადდეს უწყებაში. აბესაძე პროკურატურაში 11:30 საათზეა დაბარებული.
მისივე თქმით, პროკურატურას აღნიშნულ საქმეზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდის.