logo_geo
eng_logo
ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა
- +

15 თებერვალი. 2017. 11:13



საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა. ამის შესახებ ირაკლი მამალაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა და აქვე დასძინა, რომ მას გაუხმაურებლობის შესახებ დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი და ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.


„რას ნიშნავს მე ჩავწერე ვიდეომასალა, ვინ ამტკიცებს ამას, ძალიან მაინტერესებს. რა ვიდეომასალა ჩავწერე. მე ვარ ერთ-ერთი მოწმე ამ საქმეში და გაუთქმელობაზე მაქვს ხელწერილი დაწერილი. მეტს ვერაფერს გეტყვით. დანარჩენს საზოგადოება გამოძიებიდან გაიგებს", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.


ამასთან, მან აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან არავითარი ნათესაური კავშირი არ აქვს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner