logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ათჯერ უნდა დაფიქრდეს პროკურატურა, რა სახის ინფორმაციას და როგორ მასალას წარმოადგენს
- +

15 თებერვალი. 2017. 13:03




პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის აზრით, პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მეტი ინფორმაცია უნდა გასცეს. ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ეს პირადად მისი მოსაზრებაა და არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ასე უნდა მოხდეს.


„პროკურატურამ რასაკვირველია, უნდა გასცეს მეტი ინფორმაცია, მაგრამ მთავარია, რას მიიტანს ის სასამართლოში, სადაც საკითხი უნდა გადაწყდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ინფორმაციის გაცემა იქნება უკეთესი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე ეხება ეკლესიას, ინსტიტუტს, რომლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება უამრავი ფაქტორით არის განპირობებული. ათჯერ უნდა დაფიქრდეს პროკურატურა, რა სახის ინფორმაციას და როგორ მასალას წარმოადგენს. ასევე ექსპერტები უნდა ისხდნენ და ფიქრობდნენ, როგორ იმოქმედებს ეს საზოგადოებრივ განწყობებზე. ეს ჩემი აზრია, ვინმემ შეიძლება შემისწოროს, რომ სამართალი ერთია ყველასთვის. რომაული სამართალი ამბობს, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს, თუნდაც ქვეყანა დაინგრეს. მაგრამ დღევანდელი რეალობა გასათვალისწინებელია", - განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ მრევლი, ისევე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი ვალდებულია ძალიან ფრთხილად იყოს საკუთარ განცხადებებში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner