logo_geo
eng_logo
„ჩემი შიში აქვთ“ - მეუფე იაკობი საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე
- +

15 თებერვალი. 2017. 13:55



ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრე ცაავას მოუწოდებს, საკუთარი პრეტენზიების შესახებ სათქმელი მას პირში უთხრას.


ამის შესახებ ქორეპისკოპოსმა „მოამბის" ჟურნალისტ ქეთევან ქარდავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბერლინში განაცხადა.


მეუფე იაკობი პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გავლენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც აკეთებს კომენტარს.


„რა გავლენა უნდა ჰქონდეს?" - კითხულობს მეუფე იაკობი და აცხადებს, რომ თეთრუაშვილი მის საქმეში არ ერევა.


რაც შეეხება „ოქროს თევზების" შესახებ მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, მისი თქმით, ეს არასერიოზულია.


„სამი სურვილის ასრულება რომ მინდოდეს, ღმერთს არ ვთხოვდი? არასერიოზულია", - აცხადებს მეუფე იაკობი.


მეუფე იაკობი ასევე, არასერიოზულს უწოდებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებებსაც, რომლის შესახებაც ის გავრცელებულ წერილში საუბრობს.


„ციხეშია და არ მინდა მასზე საუბარი", - აცხადებს ის დეკანოზის შესახებ და დასძენს, რომ მას არ გაესაუბრება.


მეუფე იაკობი მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მისადმი შიშს მიაწერს, რადგან, მისი თქმით, „მაიმუნობის საშუალებას" არავის აძლევს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner