logo_geo
eng_logo
ნანა გაგუა: გარდა „ციანიდით ადამიანის მოკვდინებისა“, საქართველო გერმანიასთან „მწვავე დიალოგსაც“ ასცდა!...
- +

15 თებერვალი. 2017. 14:46


 

ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასა და ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ წერს:

 

ასე ვთქვათ,ციანიდის საქმის" დრამატულობა და სირთულე, გარდა იმისა, რომ შეიძლება მას უმაღლესი საეკლესიო იერარქის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფა მოჰყოლოდა, დღეს არავინ საუბრობს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე:

 

თუ დადასტურდა, რომ ყველაფერი სავარაუდოდ ისე იყო გათვლილი", როგორც ეს პროკურატურამ გვაცნობა და არსებობდა საფრთხე, რომ ციანიდით N პიროვნების მოკვდინება შეიძლება მოჰყოლოდა, საითკენ მიდის დანაშაულის გეოგრაფიული კვალი?! საითკენ და გერმანიისკენ! საათივით აწყობილი, კანონებისა და წესრიგის მიხედვით უკიდურესად მისაბაძი ქვეყანისაკენ, სადაც ნებისმიერი, რიგითი ადამიანების დაცულობა უმაღლეს რანგია აყვანილი, ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერ სახელმწიფოსკენ... და რა გამოვიდოდა, მართლაც რომ დაღუპულიყო რომელიმე უმაღლესი საეკლესიო იერარქი სწორედ გერმანიაში?! გამოვიდოდა ისე, რომ ამ უდიდესმა და უაღრესად მოწესრიგებულმა სახელმწიფომ ვერ(!) დაიცვა საქართველოს უმნიშვნელოვანესი პიროვნება ან პიროვნებები! და გერმანია თავისმართლების რეჟიმში" უნდა ჩამგარიყო, ხომ?!... ჰოდა, რისი თქმა მსურს: თუ ყველაფერი ისე უნდა მომხადრიყო, როგორც გვამცნო პროკურატურამ და მოხერხდა გაწერილი დანაშაულის სწორედ რომ გერმანიაში აღსრულების აღკვეთა, დიდ საერთაშორისო სკანდალსაც ავცდენილვართ! და ეს ზუსტად იმ პერიოდში, როცა დღე-დღეზე ჩვენი ქვეყანა ევროპაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მოლოდინშია!.. გარდა ციანიდით ადამიანის მოკვდინებისა", საქართველო გერმანიასთან მწვავე დიალოგსაც" ასცდა!... თუმცა, საბოლოო დასკვნისგან ამჯერად თავს შევიკავებ და კიდევ უფრო მეტ არგუმენტებს დაველოდები, რომელიც დამტკიცებს, რომ მართლაც უდიდესი საფრთხე ავიცილეთ, როგორც უმაღლესი იერარქიის სიცოცხლის ხელყოფის, ისე საერთაშორისო სკანდალის თვალსაზრისით!.... პოსტის პათოსი კიდევ ერთმა გარემოებამ განაპირობა: არაერთხელ წავაწყდი კომენტარს, სავარაუდო მკვლელი გერმანიაში რომ არ გადევნებოდა მსხვერპლს, რა, აქ საქართველოში ვერ მოწამლავდაო?! არა, ბატონებო, არა! გერმანიაში მოწამვლას" სულ სხვა რეზონანსი ექნებოდა!" - წერს გაგუა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner