1941 წელს ირანის შაჰი რეზა ფეჰლევი გადადგა და ტახტი თავის შვილს, მოჰამად რეზა ფეჰლევს გადაულოცა, თვითონ კი გაიქცა. ახალ შაჰს ძალიან უჭირდა ქვეყნის მართვა. 1943 წელს, როცა სამთა შეხვედრა უნდა შემდგარიყო, რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა რუზველტმა კაბინეტში დაიბარა შაჰი და მხოლოდ 5 წუთი ესაუბრა. შემდეგ, ჩერჩილმაც დაიბარა, რამდენიმე ხანი აყურყუტა მოსაცდელში, შემდეგ კაბინეტში შეიყვანა და 3 წუთს ელაპარაკა. ანუ ამ ორივე ლიდერმა დაამცირა ირანის ახალი შაჰი. სტალინმა კი ჭკუაში აჯობა ორივეს და ირანის შაჰს თვითონ ეახლა. როდესაც დარბაზში შევიდნენ, მოჰამად რეზა მიუახლოვდა სტალინს, მუხლებზე დაეცა და ხელზე ამბორს აპირებდა, თუმცა სტალინმა ააყენა. ამის შემდეგ სტალინი მიუბრუნდა უკან მდგომ ლავრენტი ბერიას და გენერალ შალვა კარანაძეს და ქართულად გადაულაპარაკა: „აფსუს, რომ ამ სურათს გიორგი სააკაძე და ერეკლე მეფე არ ხედავენ".